431 დადასტურებული შემთხვევა და 114 გამოჯანმრთელებული პაციენტი

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა და ამჟამად 431 დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა 114 პირი, რომლებიც “კოვიდ-19”-ს სხვადასხვა კლინიკებში ებრძოდა უკვე გაეწერა კლინიკებიდან.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ მათთან სამკურნალოდ მყოფი პაციენტებიდან თითქმის ყველას კლასტერი დადგენილია,  გუშინ დღის მეორე ნახევარში  მოყვანილი დაინფიცირებულის  წყარო კი  დადგენილი არ არის და მიმდინარეობს კვლევა.

“ამ ეტაპზე ინფექციურში 42 პაციენტი მკურნალობს. და მათი მდგომარეობა წინა დღესთან შედარებით უცვლელია, სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.  მძიმე პაციენტები, რომლებიც გამოვიყვანეთ კრიტიკული მდგომარეობიდან, მათი მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირება კი არა, გაუმჯობესება აღინიშნება დინამიკაში,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.