კოლიზეუმი და პომპეი მაისში გაიხსნება

იტალიის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის, დარიო ფრანჩესკის განცხადებით, იტალიის პოპულარული კულტურული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის კოლიზეუმი და პომპეი მაისში გაიხსნება.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი სირთულეების წინაშე თეატრები, კინოთეატრები და სხვა მსგავსი დაწესებულებები აღმოჩნდებიან, თუმცა სახელმწიფო მათ დასახმარებლად სპეციალურ ფონდებს შექმნის. რაც შეეხება საერთაშორისო ტურიზმს, ფრანჩესკინის თქმით, ასევე საუბარი ჯერ ადრეა.

https://rep.repubblica.it/pwa/intervista/2020/04/24/news/il_turismo_riapro_siti_e_musei_bonus_anche_per_gli_stabilimenti_no_al_plexigass_in_spiaggia_-254834719/?rss&utm_source=dlvr.it&utm_medium=twitter