ზღვისუბანში ვაუჩერების და ნობათის დარიგება გრძელდება

ზღვისუბანში ვაუჩერების და ნობათის დარიგება გრძელდება. უბნის მაჟორიტარი თამარ ტალიაშვილი ყველა აქციას თავად ესწრება და ამომრჩევლის ოჯახებში მიდის. მას სჯერა, რომ მხოლოდ ერთად დგომით არის შესაძლებელი ყველა გაჭირვების გამკლავება და ვირუსის დამარცხება.

-ვზრუნავთ, რომ მაქსიმალურად ბევრ შეჭირვებულ ოჯახს გავუწიოთ დახმარება!

ამჯერად, თბილისის საკრებულოსა და მერიის აქციაში კომპანია ,,კრუიზი” ჩაერთო და 500-მდე ოჯახსთვის განკუთვლინი ნობათი გადმოგვცა.

საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს ზღვისუბანში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს პირადად ვურიგებ და ვცდილობ მათ გამხნევებას!, მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაგრძელდება!

ასევე, კომპანიების “უნივერსამის”, ,,სპარის” ,,ნიკორას” მიერ გამართული ერთობლივი აქციით, ზღვისუბანში ვარძელებთ შეჭირვებული ოჯახებისათვის ვაუჩერების გადაცემას, პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად. ეტაპობრივი გადაცემა მომავალშიც გაგრძელდება!

კოვიდ-19 ფონდში 10 000 ლარი პირადად გადავრიცხე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფონდმა მილიონობით ლარის აკუმულირება შეძლო ერთიანი ძალებით! – აცხადებს თამარ ტალიაშვილი.