მდგომარეობა დაიძაბა იორმუღალოში

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ იორმუღალოში მიჰყავთ ამომრჩეველი, რომელთაც რამდენიმე პირადობის მოწმობა აქვთ.

-„კაბინაში ორ-ორად შედის ამომრჩეველი. აქვთ  ათობით ვადაგასული პირადობის მოწმობები. არის მინიშნება სახელისუფლებო პარტიიდან, თუ რომელი ნომერი უნდა შემოხაზოს ამომრჩეველმა. ვხედავთ სახელისუფლებო შტურმს“-აცხადებს ირმა ინაშვილი.

კომენტარის დატოვება