საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურის ვინაობა ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ვასილ როინიშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვის წინ ამოეწურა.