მოვისმინეთ არა კითხვებზე პასუხი, არამედ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროპაგანდა…

პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ამჯერად ინტერპელაციის წესით უსმენენ. დღეს გიორგი გახარია პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ფრაქციებმა დაიბარეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, როდესაც ოპოზიცია გაზრდილ სიღარიბესა და ეკონომიკის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს, ამას საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს, ხოლო პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული ციფრების წარმომავლობა გაურკვეველია.

“მოვისმინეთ არა კითხვებზე პასუხი, არამედ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროპაგანდა, რომელიც იყენებს ჩვენთვის სრულიად არასანდო სტატისტიკას და არ მიუთითა, რა არის ამ სტატისტიკის წყარო,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა,