მასწავლებელთა სახლის” გადაცემა სუსი-სთვის იგეგმება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, განათლების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ინფორმაციით, 2011 წელს აშენებული “მასწავლებელთა სახლის” გადაცემა სუსი-სთვის იგეგმება.

“შენობას, რომელიც ახლა დგას გლდანში, რომელსაც ჰქვია “მასწავლებლის სახლი”, გადასცემენ სუს-ს. ამ შენობაში არის კონცენტრირებული მსოფლიოში საუკეთესო ქიმიის, ფიზიკის ლაბორატორიები, რომელიც მასწავლებელს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ აამაღლოს თავისი კვალიფიკაცია.

ბოლო, რისი გაფუჭებაც შესაძლებელი იყო განათლების სისტემაში ეს იყო ამ ცენტრის გაუქმება, დანარჩენი უკვე პრინციპში ყველაფერი გააფუჭეს. ძალიან ცოტა დრო დარჩა ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში ყოფნის,” – აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ასევე აცხადებენ, რომ მასწავლებელთა სახლის სანაცვლოდ თანამშრომლებს სხვადასხვა ინსტიტუტის ფართში მოუწევთ საქმიანობის გაგრძელება.