„ნაციონალური მოძრაობიდან“ კომისიის წევრის მაგიდის უჯრაში 50 ცალი ბიულეტენი იპოვეს”

არასამთავრობო ორგანიზაციიდან დამკვირვებელი ხათუნა ხოფერია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა  „ნაციონალური მოძრაობიდან“ კომისიის წევრის მაგიდის უჯრაში 50 ცალი ბიულეტენი იპოვეს.

როგორც ხათუნა ხოფერია  ამბობს,  მომხდარი ფაქტი არის სისხლის სამართლის დანაშაული.

„ადგილზე იმყოფებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, შედგა ოქმი და საქმე გადაეცა ცესკო-ს, რომელიც ვალდებულია,  გააკეთოს რეაგირება და საქმე გადასცეს პროკურატურას”, – განაცხადა ხოფერიამ.

ხოფერიას თქმით, “ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბიულეტენების გამოყენებას ოლქების დახურვის შემდეგ აპირებდა , თითქოს არჩევნები გაყალბდა და მთლიანად პროცესი იყო არასანდო, არადაცული.

მისივე განცხადებით,  სხვა უბნებზეც არის ფაქტები, რომლებიც ასევე ბიულეტინებს ეხება.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ მეოთხე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი კომენტრაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არ იცის,  საიდან აღმოჩნდა მისი მაგიდის უჯრაში ბიულეტენები.

კომენტარის დატოვება