შაქარაშვილის საქმეზე პოლიციამ 17 პირი დააკავა, შსს-ში მალე პირველი კომენტარები

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პოლიციამ 17 პირი დააკავა. შსს-ში საქართველოს საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ცოტა ხანში გაკეთდება.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო.

მორაგბეების – ვასილის მახარაძის და არჩილ გაგნიძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები კონფლიქტში არ მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, როდესაც ისინი აგარაკზე მივიდნენ, კონფლიქტი უკვე მომხდარი იყო. 

“მოგვიანებით ჩავიდნენ იქ. ეს არის “ტოიოტა ქამრის” მძღოლი და ამავე ავტომობილში მჯდომი მგზავრი. ისინი როდესაც აგარაკზე მივიდნენ, იქ უკვე აღარავინ იყო, რადგან კონფლიქტი უკვე მომხდარი იყო. როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები იქ მივიდნენ, სავარაუდოდ, გიორგი შაქარაშვილი იქ ვერ იქნებოდა, რადგან ფოტოგრაფის ჩვენებიდანაც ირკვევა, რომ იქ მანამდე პირველი მანქანა იყო მისული და მაშინ გაიქცნენ ფოტოგრაფიც და გიორგი შაქარაშვილიც,”-განაცხადა ადვოკატმა