არავითარი საფრთხე აბიტურიენტებს არ ელოდებათ

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 6 ივლისს დაიწყება.

„განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ამ მომზადების პროცესში ორი თვე მუშაობდა. იქ ყველა დეტალი გაწერილია, ამიტომ არავითარი საფრთხე აბიტურიენტებს არ ელოდებათ, მინიმალურზე მინიმალურია ინფექციის გავრცელების რისკი. ყველა იმ რეკომენდაციას თუ გავითვალისწინებთ, რომელიც წერია,​ თერმოსკრინინგი, პირბადის ტარება იქ, სადაც აუცილებელია, წინასწარ PCR-ი, ვისაც ექიმი დაუნიშნავს, კიდევ მრავალი სხვა, მათ შორის კონდიციონერის ჩართვა იმ დროებში, როცა ეს რეკომენდირებულია, დარწმუნებული იყავით, რომ არავითარი გართულება ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში ჩვენ არ გვექნება. ყველაფერი გათვლილია და მომზადებულია ძალიან კარგად“, – განაცხადა გამყრელიძემ.