დილიდან ბულგარეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩხრეკა მიმდინარეობს

ბუკგარეთის მედიის ინფორმაციით, დილიდან ბულგარეთის პრეზიდენტის, რუმენ რადევის ადმინისტრაციაში ჩხრეკა მიმდინარეობს.

https://www.mediapool.bg/aresti-i-obiski-v-prezidentstvoto-den-sled-pozitsiyata-za-peevski-i-dogan-news309601.html

„დღეს დილით პროკურატურის, შსს-ს, მოწმეთა დაცვის ბიუროსა და სხვა უწყებების წარმომადგენლებმა წარმოგვიდგინეს სასამართლოს განკარგულება და ჩხრეკის ჩატარების ნებართვა. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას პროკურატურა მიაწოდებს“, – აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.

სისხლის სამართლის საქმეების შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ისევ ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მთავარი პროკურორის, ივან გეშევის განცხადებით, ჩხრეკა ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ტარდება.