„მემარცხენე ალიანსი“ 2020 არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

კახა ძაგანია

“მემარცხენე ალიანსი”

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიგვეღო მონაწილეობა. ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ვითარებას, რომ საქართველოში არის ორი პოლუსი და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, როგორც არასდროს, სჭირდება მრავალპარტიული პარლამენტი. დღეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის ერთერთი მთავარი წამალი მრავალპარტიული პარლამენტია.

უნდა დამთავრდეს ორპოლუსიანი პოლიტიკური ძალების, პოლიტიკური ქიშპის პერიოდი. საქართველოს მოსახლეობას ვთავაზობთ გუნდს, რომელიც მრავალი წელია, ხალხთან ერთად დგას, მათთან ერთად იბრძვის. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია თანასწორობაზე, ერთობაზე, ძმობაზე. „მემარცხენე ალიანსი“ ამომრჩეველს ვაძლევთ შანსს, გახადონ პარლამენტი მრავალპარტიული, დავამთავროთ ორპოლუსიანი პოლიტიკური მმართველობა, ვიყოთ ერთმანეთის მაკონტროლებლები საქართველოს პარლამენტში, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება იფილტრებოდეს მრავალპარტიულ ფილტრში.

ჩვენს პროგრამას დაწვრილებით მივაწვდით საოზგადოებას, მაგრამ გვინდა, წინასწარ გითხრათ, რომ ეს საუკუნე გმირების საუკუნეა. გმირების საუკუნეში ჩვენი საარჩევნო პროგრამა ზუსტად გმირებზეა ორიენტირებული. ჩვენი პროგრამა ამ ხალხზე იქნება გათვლილი – გმირებზე, რომლებიც თუნდაც კოვიდის დროს ექიმების სახით წინა ხაზზე იბრძოდნენ, ასევე, ძალოვან სტრუქტურებზე, პოლიციაზე, მეხანძრეებზე, პედაგოგებზე – ყველა ის პროფესიულ ჯგუფზე, რომელიც მართლაც გმირულად იბრძოდა“