“პუტინის ერთგული ჯარისკაცი ვარ..”- კადიროვს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რამზარ კადიროვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მას გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭა.

„სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა განკარგულება წაიკითხა და წარმატებები მისურვა. ეს მაღალი შეფასებაა და ბევრს ნიშნავს ჩემთვის, მე პუტინის ერთგული ჯარისკაცი ვარ და მზად ვარ მისი ყველაზე რთული ბრძანება ნებისმიერ კონტინენტზე შევასრულო – განაცხადა  კადიროვმა.