სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

ის აღნიშნულ თანამდებობას 1 აგვისტოდან აღარ დაიკავებს. ახალი გუბერნატორის შერჩევამდე პოსტს მისი პირველი მოადგილე მალხაზ თორია დაიკავებს.

ალექსანდრე მოწერელია ამ წუთებში ზუგდიდის ტექნოპარკში საკუთარი საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. “ქართულმა ოცნებამ” ის მაჟორიტარობის კანდიდატად წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის საარჩევნო ოლქებში წარადგინა.