აჭარას ჯანდაცვის  ახალი მინისტრი ჰყავს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჯანდაცვის  მინისტრის პოსტზე ნინო ნიჟარაძე დანიშნა. თორნიკე რიჟვაძემ ნინო ნიჟარაძე გამორჩეულ პროფესიონალად და ეპიდემიოლოგად დაახასიათა.

მისი თქმით, ნინო ნიჟარაძემ, რომელსაც მანამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით.