ჯაფარიძის შემდეგ “გირჩის” ბორდის წევრის იმედა კლდიაშვილის ანგარიშებიც დააყადაღა

მას შემდეგ, რაც გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციიდან მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭისყრა დააანონსა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მას საბანკო ანგარიშები დაუყადაღა.

-ეგრევე ძველი ჯარიმების ამოღებით დაიწყეთ?

დიდუბე-ჩუღურეთი ჩაკეტეთ და ვოლსკი ჩატოვეთ შიგნით, იქნებ მაგან გიშველოთ-წერს ჯაფარიძე ფეისბუქში და დამადასტურებელ ფოტოს აქვეყნებს.

ზურაბ ჯაფარიძის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ “გირჩის” პოლიტიკოსის და ბორდის წევრის იმედა კლდიაშვილის ანგარიშებიც დააყადაღა.

ამ ფაქტს იმედა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“რა ნამუსით დამიყადაღეთ ანგარიშები (2 150 ლარი)…

ბიძინამ და კამპანიამ რომ საჯაროდ გადაგვაგდო პროპორციულზე, ეს რომ გავაპროტესტე ?.

მერე ხომ მოგიწიათ თქვენივე გადაგდების უკან წაღება და კომპრომისებზე წამოსვლა. ყოფილა თუ არა ის პროტესტი სამართლიანი?

თან ამ სასამართლოზეც კი ვერ დაამტკიცეს რომ აქციაზე წესრიგს ვარღვევდი, თურმე მარტო დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევაში მედება ბრალი. სინამდვილეში პიქით მოხდა, დაკავებისას თვალთან ძვალი გამიტეხეთ, თქვენ გადაამეტეთ ჩემი დაკავებისას უფლებამოსილებას.

ჰოდა თუ არაფერს ვაშავებდი, რატომ არის თქვენი დაკავება კანონიერი ?

მე ამ ფულს ჩემი ნებით მაინც არ გადავიხდი, ძალით მოგიწევთ წართმევა.

დამატება: არ მგონია ჩემს გამო იყოს ეს აღსრულების ბიუროს გააქტიურება.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან ერთად იყო ჩემი სასამრთლო, ერთი საქმეა და მის პოლიტიკურ გააქტიურებას მოყვა ამ ყადაღის დადება. რადგან ერთი საქმე იყო მეც მიმაყოლეს…” – წერს იმედა კლდიაშვილი.