ბელარუსში უკვე მეორე დღეა ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებია

ბელარუსში უკვე მეორე დღეა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა.

მოქალაქეები უნდობლობას უცხადებენ ოფიციალურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც უკვე მეექვსედ პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა. ვითარება ყველაზე მეტად დაძაბულია დედაქალაქში. მხოლოდ ბოლო საათებში, მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 100-მდე ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაკავებულია 3 ათასზე მეტი მოქალაქე.

მინსი ამ წუთებში

https://www.facebook.com/194103307792303/videos/330937251614077/