„შავი დილა“ ისტორიაში და ხალხის ცხოვრებაში!

1992 წლის 14 აგვისტოს, დილის შვიდ საათზე, საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ოფიციალური ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა და ეს ოპერაცია კომუნიკაციების დაცვას ითვალისწინებდა.

ქართულ არმიას აფხაზეთის ეროვნულმა არმიამ ცეცხლი გაუხსნა. ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მომხდარ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა.

ომი, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა, სოხუმის დაცემით 27 სექტემბერს დამთავრდა.

აფხაზეთის ომის შავი ლაქა დღესაც მძიმეს აწევს ისტორიას და ხალხს!

ომი, რომელიც არასდროს დაავიწყდება ქართველ ხალხს! 13 თვე, რომელმაც წლები ურია!