ოკუპაციის ხაზთან, სოფელ გრემისხევში 28 აგვისტოს დოღი იმართება

28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე დუშეთის რაიონში სოფელ გრემისხევში დოღი იმართება. ცხენოსნები სტარტს აიღებენ ქვემო სოფლიდან (ებნისის ასახვევიდან)და ფინიში იქნება სოფლის ისტორიულ უბანში ციხისუბანში. მანძილი 8-9 კილომეტრს შეადგენს. შეგახსენებთ რომ გრემისხევის თემი ოკუპირებულ ახალგორს ესაზღვრება და ეს ტრადიცია (დოღი, მკლავჭიდი და ჭიდაობა) დიდი ხანია დავიწყებას მიეცა. (მკალვჭიდი და ჭიდაობა დაწესებული რეგულაციების გამო ვერ ტარდება).

დაგეგმილია ეს ღონისძიება ტრადიციად იქცეს და ყოველ წელს ჩატარდეს. პირველი, მეორე და მესამე ადგილისთვის დაწესებულია პრიზები (პირველი ადგილისთვის პლაზმური ტელევიზორი, მეორე და მესამე ადგილისთვის მობილური ტელეფონები) მოჯირითეებს გთხოვთ მობრძანდეთ და მიიღოთ მონაწილეობა, მიზეზი ბევრია… მათგან უმთავრესი კი ისაა, რომ ეს ადგილი ოკუპაციის ხაზთანაა, აუცილებლად სჭირდება ახმაურება, პოლულარიზაცია და გამოცოცხლება.

დეტალების დასაზუსტებლად შეგიძლიათ მიმართოთ დოღის ორგანიზატორს 599946770 ნომერზე.