დღემდე არც ერთი პოლიტიკოსისგან მსგავსი ქმედება არ მახსოვს და ვფიქრობ მე ვიქნები პირველი…

“თითოეულ დადებულ ხელშეკრულებაზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მილიონით დავჯარიმდები.

მე, დღემდე არც ერთი პოლიტიკოსისგან მსგავსი ქმედება არ მახსოვს და ვფიქრობ მე ვიქნები პირველი, რომელიც საკუთარ ხალხს მისცემს იმის მყარ, სამართლებრივ გარანტიას, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თუ როგორ შესრულდება ჩვენი კონკრეტული დაპირებული პროექტები”.

გიორგი ჩახაია

პარტია “ზვიადის გზა”

ჩვენი დაპირებები და ჩვენი პროექტები იმდენად რეალურია მეგობრებო, რომ ამისთვისაც კი თვალდახუჭულად მზად ვარ, რომ მოქალაქეებთან დავდო ხელშეკრულებები, რომ თუ ხელისუფლებაში მოვა ჩვენი ახალი ძალა, ჩვენი გუნდი და თუ ამ ხელშეკრულებებში მითითებული კონკრეტული დაპირება, კონკრეტული პროექტი არ შესრულდა, თითოეულ ხელშეკრულებაზე უშუალოდ მე დავჯარიმდე 1 მილიონი ლარით.

ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა იმ პროექტზე, რასაც ამომრჩეველს დავპირდებით, უშუალოდ მე ავიღებ პასუხისმგებლობას და ეს იმის უტყუარი ნიშანი იქნება, რომ ჩვენი პროექტები რეალურია.

მართალია, ბევრს არა, მაგრამ ზოგიერთს თითქოსდა რომ არ სჯერა ჩვენი პროექტების რეალურობის და აქედან უმრავლესს შესაძლოა კიდევაც სჯერა, მაგრამ ჩასაფრებულია, ხოლო ზოგიერთი კი კარგად არ მიცნობს და ჯერ კიდევ აწუხებს რაღაც ეჭვი, ამის შემდეგ, არავის ზედმეტი სალაპარაკო აღარ ექნება, მზად ვარ, ოფიციალურად, იურიდიულად გავაფორმო მოქალაქეებთან ხელშერულებები, რომელიც ყველასთვის იქნება გარანტი იმისა, რომ ჩვენ მიერ დაპირებული კონკრეტული პროექტები, აუცილებლად შესრულდება ჩვენი ახალი ხელისუფლების პირობებში.

თუარადა, თითოეულ დადებულ ხელშეკრულებაზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ:

მილიონით დავჯარიმდები.

მე, დღემდე არც ერთი პოლიტიკოსისგან მსგავსი ქმედება არ მახსოვს და ვფიქრობ მე ვიქნები პირველი, რომელიც საკუთარ ხალხს მისცემს იმის მყარ, სამართლებრივ გარანტიას, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თუ როგორ შესრულდება ჩვენი კონკრეტული დაპირებული პროექტები.

ყველას მოუყევით ამის შესახებ, თუ ვინმეს ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება ჩემში, მე სხვა პოლიტიკოსებისგან ასეთი თამამი ქმედება ჯერ არ მინახავს და ჩემი ეს ნაბიჯიც თვალნათლივ მეტყველებს იმაზე, თუ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, რეალურად როგორ ვაპირებ დანაპირების შესრულებას.

2020 არჩევნებზე ახალი პოლიტიკური ძალა – “ზვიადის გზა” გამოდის.

https://www.gmtv.ge/80133-2/