“ქართული ოცნების” ოფისში საგანგებო ბრიფინგი მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” ოფისში საგანგებო ბრიფინგი მიმდინარეობს

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და დაინახოს, რომ საქართველო ნამდვილად აძლიერებს თავის დემოკრატიას და ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით

 „ჩვენი მიზანი არის რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და რაც შეიძლება მეტმა დამკვირვებელმა შეაფასოს დადებითად ჩვენი არჩევნები და დაინახოს, რომ საქართველო ნამდვილად აძლიერებს თავის დემოკრატიას, ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ჩვენ ვართ დარწმუნებული სრულიად იმაში, რომ ხელისუფლება და საქართველო ჩაატარებს თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ამ არჩევნებს აქვს საეტაპო მნიშვნელობა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისკენ. ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას, ჩვენ ჩავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები და რასაკვირველია, ეს ინიციატივაც, ეს ნაბიჯიც არის ზუსტად ამ სულისკვეთების და პოლიტიკური ნების ნაწილი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს, რომ არჩევნები მაქსიმალურად სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდეს“,-ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამისათვის ხელისუფლებამ შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადადგა.  შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, შესაბამისი ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში და განისაზღვრა  უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები,  კოვდ-პანდემიის პირობებში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებითვე,  როგორც კი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მისიები გააკეთებენ განცხადებას და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ დამატებითი წარმომადგენლები ჩამოიყვანონ  ქვეყანაში, ხელისუფლება ამას მაშინვე უპასუხებს სათანადო ნაბიჯებით.

https://www.facebook.com/rustavi2/videos/2026393084159060/?v=2026393084159060&notif_id=1598436211153737&notif_t=live_video