საქმე ეხება 700 – მილიონიან ბაზარს, რომელიც პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის სახელზე წერილი შეიტანეს. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ :პირველი – მაისის შემდეგ შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადამ გადაიწიოს და მეორე – საზღვრები გაიხსნას იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ავტომობილები რეექსპორტით გადის.

“ავტოიმპორტიორები მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან. კერძოდ, ქვეყნის ჩაკეტვის გამო ისინი ვერ ყიდიან მანქანებს და შესაბამისად, ვისაც 1 მაისამდე გადაუვადეს განბაჟებები, გვინდა, ეს ამ დრომდე შემოყვანილ მანქანებსაც შეეხოს,” – განაცხადა საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის წევრმა მალხაზ კელენჯერიძემ.

ასოციაციის წევრების განცხადებით, საქმე ეხება 700 – მილიონიან ბაზარს, რომელიც პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა.

ამ თემაზე ვრცლად გადაცეაში

https://www.facebook.com/194103307792303/videos/1674688009367237/?v=1674688009367237