„გარკვეულ ტაიმ-აუტს ვიღებ, მჭირდება გარკვეული პერიოდი“

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი დავით ჯანდიერი ჟურნალისტებთან საუბარში ადასტურებს, რომ ის დროებით „ტაიმ-აუტს“ იღებს. მიზეზად კი ამბობს, რომ გარკვეულ საკითხებზე ჩამოყალიბება სჭირდება.

„გარკვეულ ტაიმ-აუტს ვიღებ. მეც მჭირდება გარკვეულ საკითხებზე ჩამოყალიბება. პარტიის დაშლაზე არ არის საუბარი, თუმცა საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, თუ რა ფორმით შეიძლება გააგრძელონ ცალკეულმა ლიდერებმა საქმიანობა. მე მჭირდება გარკვეული პერიოდი“ – განაცხადა ჯანდიერმა.

კომენტარის დატოვება