4 საათი პირისპირ – შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა

4 საათი პირისპირ – ლუკაშენკოსა და პუტინს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრას წინ უძღვოდა რუსეთის და ბელორუსიის პრეზიდენტების წარმომადგენლების შეხვედრა.

-კრემლი აღიარებს ლუკაშენკოს ლეგიტიმაციას, თუმცა ის ადამიანებიც, რომლებიც აქციებს ატარებენ ჩვენი ძმები და მეგობრებია. პუტინს უნდა, რომ ბელორუსიაში იყოს სიმშვიდე და ადგილი არ ჰქონდეს არაკონსტიტუციურ ქმედებებს-განაცხადა პესკოვმა ადგილობრივ მედიასთან, თუმცა მოლაპარაკების შედეგებზე არაფერი უთქვამს.