დააკავეს 68 წლის მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვანზე სამი წელი ძალადობდა

თბილისში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 68 წლის მამაკაცი დააკავეს.

 

დაზარალებული 15 წლის ბიჭია, რომელზეც მეზობელი მამაკაცი დაახლოებით სამი წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა.

არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის სხვა დეტალებს და ადგილმდებარეობას არ ვაკონკრეტებთ.

 

ფაქტი შსს-ში ადასტურებენ და ამბობენ, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დაკავებულია.