დაკავებულები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ფართომასშტაბიანი აქცია და ქუჩის გადაკეტვა დავაანონსეთ…

თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის  4 პირი, მათ შორის, პარტიის საარჩევნო სიის ერთ-ერთი ნომერი პაატა მანჯგალაძე დააკავეს.

https://www.gmtv.ge/81411-2/

მერიასთან დაკავებული “სტრატეგია აღმაშენებლის” მხარდამჭერები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მერიასთან დაკავებული მისი პარტიის წევრები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ფართომასშტაბიანი აქცია და ქუჩის გადაკეტვა დააანონსა.

მისივე თქმით, მერიამ ის განცხადებაც მიიღო, რომელიც “სტრატეგია აღმაშენებლისთვის” ჯარიმების გამოწერის გაპროტესტებას ეხებოდა.

“ჩვენ ვითხოვთ საბანკო სესხებზე პროცენტის დაწევას და უსამართლოდ მაღალი, 36%-იანი სესხის ჩამოწერას პენსიონერებისთვის, რაზეც მათ აბსოლუტურად უკანონოდ, 100 000-მდე ჯარიმა გამოუწერეს ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას. გუშინაც დაგვაჯარიმეს 10 000 ლარით, იმიტომ, რომ ვითხოვთ სესხის პროცენტის შემცირებას. ჩემი მოსვლის შემდეგ კონკრეტული ულტიმატუმი დავუყენე – ან მიიღებდნენ განაცხადს და გაათავისუფლებდნენ, ან დაიწყებოდა ფართომასშტაბიანი აქცია და გადაიკეტებოდა გზები. ამ წუთისთვის გათავისუფლებულია ოთხივე დაკავებული და განაცხადი ჩაბარებულია მერიაში,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პაატა მანჯგალაძე:

-“ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს სესხის პროცენტის განახევრებაზე, კამპანიის ნაწილია და ნამდვილად ვაპირებთ ამის გაკეთებას, პენსიონერებისთვის სესხის ჩამოწერაზე და იმ ხალხს, ვინც ამას ემსახურება, აჯარიმებს თბილისის მერია. სწორედ ამიტომ გავმართეთ მშვიდობიანი აქცია თბილისის მერიის წინ. პოლიციის მაღალჩინოსნები გამოირჩეოდნენ აგრესიით, დააპირეს ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერის დაკავება და ამას მოჰყვა ეს შეხლა-შემოხლა”.