ყურადღება!!! თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც აუცილებელი გახდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება 3 ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გარე სივრცეებშიც აუცილებელი გახდა.

“ძალიან ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ მიმართა მეორე ტალღასთან ბრძოლის პროცესში და ჩვენც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება – მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაცია გახლავთ რომ 3 ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამას მოითხოვს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადის ტარების, განსაკუთრებით იმ ადგილებში, გარეთ, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, აღნიშნული გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების, შრომის ინსპექციისა და შსს-ს მიერ. ნათია მეზვრიშვილმა გამოთქვა იმედი, რომ მოქალაქეები დაიცავენ ამ მკაცრ რეკომენდაციას და არ გახდება საჭირო აღნიშნულთან დაკავშირებით ჯარიმების დაწესება.