ირაკლი ბებუას ოჯახი მის გათავისუფლებას და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას ითხოვს

გალში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახი მის გათავისუფლებას და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას ითხოვს. ბებუას ახლობლები ამბობენ, რომ მას არაერთი მძიმე დაავადება აქვს და ამის გამო  არ გამორიცხავენ, რომ იზოლატორში დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს.

ოჯახის ინფორმაციით, აფხაზეთის დროშის დაწვის გამო დაკავებული ბებუა წითელმა ჯვარმა უკვე მოინახულა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის  შესახებ დეტალურ ინფორმაციაზე წვდომა არ მათ ჰქონიათ.