გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 2 906 ადამიანი გამოჯანმრთელდა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან 2 906 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. გუშინ ეს რიცხვი 2 075-ს შეადგენდა.

ბოლო დღეების სტატისტიკიდან ჩანს, რომ ინფიცირების მაჩვენებელს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სჭარბობს. ამასთან, გუშინდელთან შედარებით, მცირედით იკლო კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ.

დღეს 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ კი 1 709.