“ჟურნალისტებს სიცოცხლისთვის ბრძოლაც შეგვიძლია! დავეხმაროთ ჯანდაცვის მუშაკებს?’

ია მამალაძე

-ჩვენ, ჟურნალისტებს სიცოცხლისთვის ბრძოლაც შეგვიძლია! _ მოგმართავთ ყველას! ჩვენ, ჟურნალისტები ექსტრემალურ ვითარებაში მუშაობას ვართ მიჩვეული. გარდა ინფორმირებისა, გვითხარით, რაში, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ინფიცირებულებს, ჯანდაცვის მუშაკებს! ასე მგონია, ვაშავებ რამეს, როცა ვისმენ, და უკვე ვხედავ კიდეც, რომ ადგილები არ გვყოფნის, ვიღაც მარტო რჩება სახლში და არაფერს ვმოქმედებ!!!!!

რეგიონებში განსაკუთრებით საჭიროა ჩვენი მეტად ჩართვა პროცესებში; ბატონო პრემიერო, გუბერნატორებთან ფორმალური კი არა, მობილური , მოქმედი, გეგმის მქონე კრიზისული ჯგუფები უნდა შეიქმნას; და ამ ჯგუფებს უნდა ჰქონდეს საინფორმაციო პოლიტიკაც – ახლა ძალიან, ძალიან დიდ დროს ვკარგავთ ჩვენ, ჟურნალისტები ახალი ინფორმაციის მისაღებად, გადასამოწმებლად, პანიკისა და მოქმედების ზღვარზე უშეცდომოდ გასავლელად!

ვიცი, ბევრი წუხს ისე, როგორც მე… ჩვენ, ჟურნალისტებს სიცოცხლისთვის ბრძოლაც შეგვიძლია!