8 ნოემბერს უნდა დაიწყოს ამ ხელისუფლებისთვის განაჩენის გამოტანის პროცესი!

დავით ჭიჭინაძე

ტრიბუნა

დღეს „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს უმტკიცებს, რომ ხალხმა “ოცნება” აირჩია .

სინამდვილეში არჩევანი იყო ცვლილებებზე, მომავალზე, რომელიც „ოცნებამ“ უბრალოდ მოიპარა.

მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ძნელია ადამიანებს დაუმტკიცო ის, რაც მათ არ გაუკეთებიათ, მითუმეტეს ხალხთან ძალადობა არავის გასვლია!

ამიტომ ვამბობ, 8 ნოემბერს უნდა დაიწყოს ამ ხელისუფლებისთვის განაჩენის გამოტანის პროცესი!

რადგან, ხალხთან დაპირისპირება ჯერ არავის მოუგია, მითუმეტეს ერთპარტიულად.

და აქ აღარ არის საუბარი ერთი პოლიტიკური ძალის გამარჯვებაზე, ან დამარცხებაზე;
ეს არ იქნება რომელიმე კონკრეტული პარტიის აქცია!

ხალხი თავისი ღირსების დასაცავად უნდა გამოვიდეს, რადგან ჩვენ თავისუფალი არჩევნის უფლებას გვართმევენ!

პროტესტი უნდა იყოს ისეთი მძლავრი, რომ „ოცნება“ მიხვდეს, რომ ის ამ ქვეყანაში ვერ გაძლებს ასე უსამართლოდ და ახალი არჩევნები გარდაუვალი იქნება.

სხვა შემთხვევაში, უბრალოდ დაიმარცხდება ინსტიტუტი, რასაც არჩევნები ქვია და მუდმივად ვიღაც კობახიძის ტვინში მოიხარშება, ვის რა ციფრი უნდა დაეწეროს.

ჩვენ კი, პირბადეები მაინც გვიკეთია უკვე, ბარემ ტანსაცმელიც ერთნაირი ჩაგვაცვან და ვიცხოვროთ ასე…

გაყალბებს რაც ეხება, დავუშვათ გაგიჟდა ოპოზიციის წარმომადგენელი და შეჭამა ბიულეტინი უბანზე, მაშინ ზედმეტი საიდან გაჩნდა?!
ან თუ ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, მითუმეტეს რა უნდა ხელისუფლებაში „ოცნებას“?!

არც კალაძისგანაა აღარაფერია გასაკვირი.
რა იცის მაგან მიმატება, ან გამოკლება, მთელი ცხოვრება ბურთს დასდევდა.
მისთვის ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია 5+5=15, როგორც პრობლემას არ წარმოადგენს
იქით კარში გაიტანს ბურთს, თუ აქითაში.

თამარ ჟვანიას ადგილი კი საკანშია!
რადგან დღეს, გაღატაკებაც, ხალხის ჯიბინდან ფულის მოპარვაც უკვე ჟვანიას კისერზეა!
მან ვერ დათვალა და ხალხი ქუჩაში გამოვიდა და იმიტომ!

მოკლედ, „ ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომელიც მას ხელისუფლება ნებაყოფლობით დაათმობინებს.
იმიტომ, რომ იმდენი ფული აქვთ მოპარული, თუნდაც პანდემიის დროს, ეს კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება მათთვის და ყველას პასუხისგება მოუწევს.