“დიალოგი მხოლოდ რიგგარეშე, ხელახალ არჩევნებზე…”

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს, თითქმის მომზადებული მოლაპარაკებების ჩაშლის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიაში” აფასებენ.

გიორგი გუგავას განცხადებით, ოპოზიციაში არანაირი პრინციპული განსხვავება არ არის და დიალოგის თემა მხოლოდ არჩევნების შედეგების გაბათილება შეიძლება იყოს.

“ოპოზიციაში არანაირი პრინციპული განსხვავება არ არის. არსებობს პრინციპები, რომელსაც არ უნდა უღალატო, არ უნდა შეეგუო უსამართლობას, სიყალბეს და იმას, რომ მოქალაქეებს თავისუფლებას ართმევენ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ხელისუფლებასთან დიალოგი გაიმართოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიალოგის თემა გაყალბებული არჩევნების გაბათილება და რიგგარეშე, ხელახალი არჩევნებია,” – აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა.