ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე

ნუკა შპეტიშვილი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანია გარდაცვლილი. სავარაუდოდ, ის მძღოლი იყო. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაგისტრალზე არსებულ საფეხმავლო კიბეს შეეჯახა.