„მაიკ პომპეოს დღის წესრიგი უკვე გაწერილია…”

შეხვდება თუ არა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს? ამ თემაზე აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ მაიკ პომპეოს დღის წესრიგი უკვე გაწერილია.

„მაიკ პომპეოს დღის წესრიგი უკვე გაწერილია. ცნობილია, ვის შეხვდება ის საქართველოში. გვექნება საუბარი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე. ეს მოიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობასა და დემოკრატიულ განვითარებას. ამ მიმართულებებით საქართველომ უკვე აჩვენა, რომ რეგიონში აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორია და მაგალითი იმისა, რომ ამერიკის მხარდაჭერამ შეიძლება მოიტანოს ქვეყნის მნიშვნელოვანი და ძლიერი განვითარება“, – განაცხადა ბაქრაძემ.