დავით სერგეენკო – „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ახალი სახე იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს განცხადებით პარტია „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ახალი სახე იქნება.

როგორც სეგეენკომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, პარტიის იდეოლოგიური პლატფორმა და მთავარი ორიენტირები არ შეიცვლება.

„ასეთი გეგმა შემუშავებული, რომ უახლოეს დღეებში იქნება პარტიის ყრილობა, სადაც განისაზღვრება საკადრო-საორგანიზაციო საკითხები. ის, რაც არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, პარტიის იდეოლოგიური პლატფორმა, რაც არის მისი მთავარი ორიენტირები, ცალსახად არ შეიცვლება. რაც შეეეხება ახალ სახეეებს, ყრილობაზე ალბათ, გამოჩნდება. უახლოეს დღეებში იქნება ყრილობა და ბევრი ახალი სახე იქნება, ოღონდ არა მთავარ მმართველობით ორგანოში, თვითონ პარტიაში ბევრი ახალი სახე იქნება“, – განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის.