„ამნისტიის შესახებ“ კანონი ოფიციალურად გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა

საკანონმდებლო მაცნეზე „ამნისტიის შესახებ“ კანონი ოფიციალურად გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.

ამნისტია 1 500-ზე მეტ პატიმარს შეეხება, ხოლო 10 ათასზე ავა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც პრობაციის რეჟიმში შეღავათს მიიღებს.

„ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის  გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, ასევე დანიშნული სასჯელი უმცირდებათ ან უფრო მსუბუქი სასჯელით ეცვლებათ ცალკეული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს.“ – ნათქვამია „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში, რომელიც მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტმა.

კანონპროექტში ჩამოთვლილია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლები, რომელთაც შეეხოთ აღნიშნული ამნისტია და საპატიმროდან გათავისუფლდნენ, კერძოდ აღნიშნული კანონი შეეხო შემდეგ მუხლებს:

„გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა სსკ-ის 121-ე-124-ე; 152-ე, 165-ე, 168-ე, 186-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა), 197-ე მუხლის პირველი ნააწილით, 1971-ე; 203-ე მუხლის პირველი, მე-4 ან მე-5 ნაწილით; 206-ე მუხლით; 207-ე მუხლით; 214-ე მუხლის პირველი ნაწილით; 2201 მუხლის პირველი ნაწილით; 238-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), 239-ე მუხლის პირველი ნაწილით; 243-ე მუხლის პირველი ნაწილით; 261-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა); 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, 271-ე მუხლის პირველი ნაწილით; 273-ე მუხლით, 2731 მუხლის პირველი-მე-7 ნაწილებით; 274-ე მუხლით, 281-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2871 მუხლის  პირველი ნაწილით, მე-300 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 301-ე მუხლის პირველი ნაწილით, 356-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 388-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით, 389-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 398-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

ასევე, გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2071 მუხლით, 2072 მუხლით ან 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა სსკ-ის 180-3 მუხლის პირველი ნაწილით 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 185-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 3 დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

აგრეთვე, 189-ე მუხლით, 1891 მუხლით ან 213-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი.

გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით ან მე-2 ნაწილის „ა“, „ი“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 219-ე მუხლის პირველი ნაწილით, 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2401 მუხლის პირველი ნაწილით ან 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

აღნიშნული ვრცელდება 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 193-ე მუხლით, 196-ე მუხლით, 199-ე მუხლით, 2041 მუხლით,  277-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 278-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

ამასთან, გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, 208-ე მუხლით ან 211-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი. ასევე, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირს, რომელსაც სასჯელის სახით შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელი შეეცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით და მის ვადად განესაზღვროს ოცი წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 5 საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი მსჯავრდებულის უფრო ადრე გათავისუფლებას ითვალისწინებს,- წერია კანონპროექტში.

ასევე, კანონპროექტში საუბარია დანიშნული სასჯელის განახევრების თაობაზე. როგორც  ვკითხულობთ, ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1822 მუხლით, 212-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი.

„გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2001 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა  სსკ-ის მე-200 მუხლით ან 218-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი.

გაუნახევრდეს – 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის  „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205-ე მუხლით, 2051 მუხლით ან 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა სსსკ-ის 216-ე მუხლით, 217-ე მუხლით, 2381 მუხლის პირველი ნაწილით ან 265-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, კოდექსის 244-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.

ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს კოდექსის 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი.

ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სსსკ-ის 145-ე მუხლით ან 2001 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

ასევე, კოდექსის 127-ე−129-ე მუხლებით, 130-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ავადმყოფის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), 133-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 134-ე მუხლით, 135-ე მუხლით, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა), 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 2401 მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებას მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) ან 245-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის,” – ნათქვამია  კანონპროექტში.

სხვა სახის პროცესუალურ ინფორმაციას იხილავთ „ამნისტიის შესახებ“ კანონში.