2012 წელს უდიდესი რისკები იყო, მაგრამ ის რაც მაშინ მოხდა ყველაფერი გონებით დავალაგეთ, თუმცა ხიფათი დიდი იყო – ბიძინა ივანიშვილი

2012 წელს რისკები უდიდესი იყო, აგრამ ის, რაც მაშინ მოხდა ყველაფერი გონებით დავალაგეთ, თუმცა ხიფათი დიდი იყო  – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„2012 წელს იმხელა თავყრილობა ჩავატარეთ, რომ ჩვენს საზოგადოებას არ ახსოვს მსგავსი. ამბობენ, რომ 700 000 ადამიანი იყო გამოსული. ხალხი ყავარჯნებით გამოვიდა იმდენად გამწარებული იყო და  აი, ეს არის ჩემი პოლიტიკური ქმედების მწვერვალი, ამ ყველაფრით წავიდა „ნაციონალური მოძრაობა“ და არა იმით, რომ ვითომ, მშვიდად წავიდა. რა თქმა უნდა, ჩვენი სამეგობრო  ამერიკიდან ძალიან აქტიური იყო, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ჩამოდიოდა.  საწყის ეტაპებზე ბევრი პოლიტიკოსი მეუბნებოდა, რომ დავჯერებოდი ოპოზიციას და მერე ყველაფერი კარგად იქნებოდა.

რისკები უდიდესი იყო.  ჩემი დაცვის წევრები, რადგანაც გამოუცდელები იყვნენ  თავიანთი  „მეგობრები“ „უყრიდნენ“  და ეუბნებოდნენ, რომ თუ ხიდზე გადავიდოდი ამაფეთქებდნენ. ნუ გეშინიათ, მე გადავალ პირველი-მეთქი. დღეს ყველა ახსენებს, რომ პასუხისმგებლობის მეშინია და იმიტომ მივდივარ.  სადაც გაცლაა საჭირო მე იქ ვეცლები, მაგრამ ის, რაც მოხდა 2011 – 2012 წლამდე ყველაფერი გონებით დავალაგეთ სწორედ, თუმცა ხიფათი დიდი იყო,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.