გიორგი ვოლსკი: ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გადაწყვეტს, რომ თანამშრომლობა არის ქვეყნის გადარჩენის და სწორ გზაზე სიარულის ერთადერთი გზა, მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველას მხრიდან

ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გადაწყვეტს, რომ თანამშრომლობა არის ქვეყნის გადარჩენის და სწორ გზაზე სიარულის ერთადერთი გზა, მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველას, პოლიტიკოსების, მედიისა და საზოგადოების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკის განაცხადა.

დეპუტატს მიაჩნია, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის კონსულტაციებსა და პარლამენტში საქმიანობას ალტერნატივა არ აქვს.

„პასუხისმგებლობის აღებას ვგულისხმობ არა მხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებსაც მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი პროცესების ფონზე კავკასიაში ისეთი სტაბილური მოკავშირე სჭირდებათ, როგორიც საქართველოა თავისი ყველა მონაცემით, განსაკუთრებით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

პასუხისმგებლობა ის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, რითაც ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი უნდა ხელმძღვანელობდეს. ჩემი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გადაწყვეტს, რომ თანამშრომლობა არის ქვეყნის გადარჩენის და სწორ გზაზე სიარულის ერთადერთი გზა, მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველას მხრიდან”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.