France-Presse: ნიკოლა სარკოზი რუსეთში საკონსულტაციო მომსახურების გაწევაზე, გავლენით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი

საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ წინასწარი გამოძიება დაიწყო.

საინფორმაციო სააგენტო France-Presse-ის ინფორმაციით, საუბარია ნიკოლა სარკოზის მიერ რუსეთში საკონსულტაციო მომსახურების გაწევაზე. ყოფილი პრეზიდენტი გავლენით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.

არსებული ინფორმაციით, 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ნიკოლა სარკოზიმ რუსული სადაზღვევო კომპანია „რესო-გარანტიისგან“ 3 მილიონი ევრო მიიღო საკონსულტაციო მომსახურების გაწევისთვის.

„გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, მუშაობდა თუ არა ყოფილი პრეზიდენტი, როგორც კონსულტანტი, რაც აბსოლუტურად კანონიერი საქმიანობაა, თუ ის პოტენციური ლობისტური საქმიანობით იყო დაკავებული“, – აღნიშნავენ წყაროები.