საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 25 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის დიაგნოზით 25 ადამიანი გარდაიცვალა, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 2 958 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან ვირუსი 247 915 პირს დაუდასტურდა.

გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან, თბილისში 72-ია, აჭარაში – 13, იმერეთში – 5, ქვემო ქართლში – 4, გურიაში – 5, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 4, კახეთში – 5 და სამცხე-ჯავახეთში – 2.

ამ ეტაპზე ქვეყანაში 795 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი.

ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 643 პირი, ხოლო ჯამში დაავადება 234 636 ადამიანმა დაამარცხა.