ანრი ოხანაშვილი – 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო, გაწეული შრომის შედეგად, მოლოდინი გვაქვს, რომ ეს იქნება ისტორიული გამარჯვება

მოლოდინი გვაქვს, რომ ეს იქნება ისტორიული გამარჯვება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 2008 წლის ომის საქმეზე,  „საქართველო რუსთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ძალიან დიდი შრომა იყო გაწეული. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან 2013 წლიდან. დაახლოებით, 700-მდე მტკიცებულება იყო წარდგენილი სტრასბურგში და ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო, ჩვენი მოსახლეობა და დაირღვა კონვენციის არაერთი მუხლი, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური მოპყრობის, საკუთრებისა და ა.შ. გაწეული შრომის შედეგად მოლოდინი გვაქვს, რომ ეს იქნება ისტორიული გამარჯვება. რაც აღსრულებას უკავშირდება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა იმის ხაზგასმა, რომ საქართველომ გამარჯვება მოიპოვა და ისტორიული მნიშვნელობა ექნება იმას, რომ კონვენციის მუხლების დარღვევა დაფიქსირდა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.