ალეკო ელისაშვილი – რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

მამუკა ხაზარაძესთან ინციდენტი არც დამიგეგმავს, არც დამიწყია. მე უბრალოდ რეაქცია მქონდა. არაფერს ვნანობ. როცა მოსანანიებელი მექნება, მოვინანიებ, როცა ბოდიში მექნება მოსახდელი, მოვიხდი აუცილებლად – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, მას ჰქონდა ხაზარაძის შეურაცხყოფაზე მხოლოდ რეაქცია და პასუხი.

“როცა სადმე შეცდომას დავუშვებ და მივხვდები, რომ ეს შეცდომა იყო, ბოდიშს მოვიხდი, არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ხაზარაძესთან მიმართებით, მე არც დამიგეგმავს ეს და არც შეურცხყოფა დამიწყია. მე მქონდა რეაქცია შეურაცხყოფაზე და ეს იყო ჩემი პასუხი. არავის ვაპატიებ არასდროს ჩემს შეურაცხყოფას, ეს ყველამ გაითვალსიწინოს. შესაბამისად, რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.