პარიზში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

Associated Press-ის ინფორმაციით, 16 ოქტომბერს პარიზში ათასობით ადამიანი გამოვიდა ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. პოლიციის თქმით აქციაში, რომელიც ტროკადეროს მოედანზე დასრულდა, 24 ათასი ადამიანი მონაწილეობდა,ორგანიზატორების თქმით კი აქციაზე 200 ათასი ადამიანი იყო მისული.

აქციის მონაწილეები როგორც ქორწინების, ასევე ერთსქესიანთათვის სუროგაციის დახმარებით შვილების ყოლის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ანალოგიური აქცია გაიმართა მეხიკოში, სადან 200 ათასამდე ადამიანმა დააფიქსირა თავისი პროტესტი.

კომენტარის დატოვება