ბოლო 24 საათში საქართველოში 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 349 ტესტი ჩატარდა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 096 პირი ემსხვერპლა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 254 822 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 244 446. გარდაიცვალა 3 096 პაციენტი.