„ციხეებში კოვიდია, სოლიდარობა პატიმრებს, მთავრობამ დაგვცინა” – ქუთაისში პატიმრების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ქუთაისში პატიმრების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ და პატიმრების ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას ჰუმანური აქტის განხორციელებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, დაინფიცირებული პატიმრების რაოდენობა იზრდება და მდგომარეობის შესამსუბუქებლად, აუცილებელია სასჯელის ერთი მეოთხედით  შემცირება და პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლება.

ადვოკატების თქმით, ჩაიკეტა ციხეები და პატიმრებს შეეზღუდათ კომუნიკაცია როგორც ოჯახთან, ასევე ადვოკატებთან, ამიტომ მოითხოვენ პატიმრებს, რომლებმაც 11 თვე გაატარეს ციხეში, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოთ და შეუმსუბუქდეთ სასჯელი.