გიგა ბოკერია – ვახოზე, იაგო ხვიჩიაზე კომედი შოუში თუ დამიძახებენ, იქ ვისაუბრებ

ვახოზე, იაგოზე კომედი შოუში თუ დამიძახებენ, მხოლოდ იქ ვისაუბრებ, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ იაგო ხვიჩიასა და ნიკა მელიას შორის უთანხმოებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„ჩემი პოზიციაა, რომ ვახოზე, იაგოზე კომედი შოუში თუ დამიძახებენ, მხოლოდ იქ ვისაუბრებ. რომელიმე კარგ კომედი შოუში თუ დამიძახებენ, სიამოვნებით მოვყვები ჩემს შთაბეჭდილებას, აქ – არა“, – აღნიშნა ბოკერიამ.

რაც შეეხება კითხვას, განიხილებოდა თუ არა გუშინდელ შეხვედრაზე ოპოზიციური გაერთიანებიდან „გირჩის“ გარიცხვის საკითხი, ბოკერია პასუხობს:

,,მაგ ხალხზე სერიოზულად საუბარს აქ არ ვაპირებ. რას ნიშნავს გარიცხვა, არ მესმის. ეს ხომ იმათ უნდა კითხოთ. უცნაური ამბავი არის, რაღაც სისულელეს მოისმენთ ხოლმე და იმათგან კი არ ითხოვთ განმარტებას – სხვებისგან. ამ ნიაღვარში ჩემს ჩათრევას ცდილობთ და ეს არ მოხდება. სისულელეა, ამიტომ განმარტებას ვერ გავაკეთებ“.