თენგიზ ცერცვაძე: გასაკვირია მოსახლეობის ერთი ნაწილის პოზიცია, ერთი მხრივ კატეგორიულად მოითხოვენ შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ამავდროულად უარს ამბობენ ვაქცინაზე

გასაკვირია მოსახლეობის პოზიცია, მათი ნაწილის, ერთი მხრივ კატეგორიულად მოითხოვენ შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ამავდროულად უარს ამბობენ ვაქცინაზე. ეს ორი რამ დიამეტრალურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„დღეს გამოქვეყნდა საინტერესო კვლევა, რომ ისრაელში, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვაქცინაციაში, 10 მილიონიან ქვეყანაში 2,6 მილიონია უკვე ვაქცინირებული და ეს პროცენტულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აქედან 1,2 მილიონმა უკვე მეორე დოზა გაიკეთა ვაქცინის. საგულისხმოა, რომ ვაქცინირებულთა შორის მხოლოდ 0,01%-ს დაემართა კოვიდი, სულ 20 კაცს დაემართა და მათაც – მსუბუქად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.