`ქვეყანა ბუტკა არ არის”, „ქართული ოცნება” ანუ დაუჯერებელი ამბავი“ – „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ფრთამ პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა

„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართა.

აქტივისტებს  პლაკატები ჰქონდათ წარწერებით: „ქართული ოცნება” დეპრესიაშია”, „ქართული ოცნება” ანუ დაუჯერებელი ამბავი“ „ქვეყანა ბუტკა არ არის” და ა.შ.

„ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ ივანიშვილის მიერ გაყალბებულ არჩევნებს, ხელოვნურად გამწვავებულ პოლიტიკურ კრიზისს და შემდეგ უკვე მისი მიმალვისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას. დღევანდელ პარლამეტში შესვლა აზრს უკარგავს არჩევნების მნიშვნელობას, რადგან ივანიშვილმა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ქართველ ხალხს მოპარა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. შესაბამისად, ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარის თქმა, ბოიკოტი და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ერთადერთი რაციონალური და პრაგმატული გადაწყვეტილებაა, შექმნილი არასასურველი ვითარების განსამუხტად. ამასთან, უნდა დაკმაყოფილდეს დანარჩენი ორი პირობაც – საარჩევნო სისტემის ცვლილება და პოლიტპატიმართა გათავისუფლება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.