ჩხოროწყუს მერიის თანამშრომელი აცხადებს, რომ იგი თვითნებურად მოქმედებდა

ჩხოროწყუს მერიის თანამშრომელი, რომელმაც მეორე საჯაროს სკოლის მოსწავლეები მერიის ტუალეტების დასასუფთავებლად წაიყვანა, აცხადებს, რომ იგი თვითნებურად მოქმედებდა.

ეთერ ჯაფარიძის თქმით, მერიის ხელმძღვანელობა აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

ეთერ ჯაფარიძის განცხადებით, მან მხოლოდ სკოლის დირექცია გააფრთხილა, რომ „მოსწავლეები დასუფთავების ტრენინგ-სწავლებაზე მიჰყავდა“.

ეთერ ჯაფარიძემ მშობლებთან შეთანხმებით მეშვიდე კლასის 10 ბავშვი წაიყვანა მერიის შენობაში, სადაც ფოიეში ჩაუტარა სწავლება დასუფთავებაზე. ის აცხადებს, რომ არასწორად შეარჩია ობიექტი, რის პასუხისმგებლობასაც გრძნობს და მზადაა კანონის შესაბამისად პასუხი აგოს.