მამუკა მდინარაძე – როგორც „ნაციონალურ-სოციალისტური“ პარტია ვერ განახლდებოდა ჰიტლერის პირობებში, ასევე ვერ მოხდება „ნაცმოძრაობის“ განახლება სააკაშვილის პირობებში

ისევე, როგორც „ნაციონალურ-სოციალისტური“ პარტია ვერ დაექვემდებარებოდა რებრენდინგს ჰიტლერის პირობებში, ასევე ვერ დაექვემდებარება რებრენდინგს “ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის პირობებში, ეს ფასადური ცვლილებები არაფერს ცვლის, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, პარტიის ახალი წევრების წარდგენას.

მდინარაძის შეფასებით, „ფასადური ცვლილებები „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას ვერ უზრუნველყოფს“.

„როგორც მითხრეს, ერთ-ერთი მათგანი, ვინც განახლებულ გუნდშია, თანაავტორი იყო იმ საუკუნის ტყუილის, რასაც მალტიდან მილიონი დოზის ვაქცინის ჩამოტანის შესაძლებლობა ერქვა და ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილის როლზე იყო საუბარი. ეს აბსოლუტურად არასერიოზული იყო. ფასადური ცვლილებები „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგს ვერ უზრუნველყოფს“, – განაცხადა მდინარაძემ.